ავტორიზაცია

"მოურინიოს ტაქტიკა უკვე ცოტა მოძველებულია", - ტოტენჰემის ექს-თავდამსხმელი

"მოურინიოს ტაქტიკა უკვე ცოტა მოძველებულია", - ტოტენჰემის ექს-თავდამსხმელი
თარიღი 20 Mar 2021, 20:11

"ტოტენჰემის" ექს-თავდამსხმელმა, დარენ ბენტმა განაცხადა, რომ "დეზების" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური მეთოდები მოძველდა.

"არ ვიტყვი, რომ ჟოზე ცუდი მენეჯერია, მაგრამ მისი ტაქტიკა უკვე ცოტა მოძველებულია. კლუბში ტიტულების მოსაგებად მოიყვანეს. არ არის მწვრთნელი, რომელსაც პროექტის შესაქმნელად 3-4 წელი აქვს. ასეთი პოჩეტინო იყო".

"ბევრი "ტოტენჰემს" ევროპა ლიგის ფავორიტად თვლიდა, მაგრამ ის, რაც ზაგრების "დინამოსთან" მოხდა... თუ "დეზები" ინგლისის ლიგის თასს მოიგებენ, ეს ჟოზესთვის საკმარისი არ იქნება. თუმცა, თუ მოიგებს და გაათავისუფლებენ, იტყვის, რომ თავისი საქმე გააკეთა და ტიტული მოიგო", - ციტირებს ბენტის სიტყვებს talkSPORT.

"ტოტენჰემი" ევროპა ლიგის 1/8 ფინალში ზაგრების "დინამოსთან" ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა (2:0, 0:3). ინგლისის ჩემპიონატში გუნდი 28 მატჩში მოპოვებული 45 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:

ტოტენჰემმა მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენა