მბაპე ორ გრანდს სურს, თუმცა პსჟ-ს უპირატესობა აქვს - ფრანგული პრესა
"პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Equipe.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მზადაა 22 წლის სუპერვარსკვლავს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს და წლიურად ხელფასის სახით 30 მილიონი ევრო უხადოს.
მბაპეთი "ლივერპული" და "რეალი" ინტერესდებიან, თუმცა ამხელა ანაზღაურებას ვერ ჰპირდებიან.
თავად ფეხბურთელს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ყველა ვარიანტის განხილვა უნდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პარიზელთა რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
ასევე იხილეთ:
მბაპემ მორიგი კარიერული მიღწევით ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გაიმეორა