ავტორიზაცია

რეალის შეთავაზება იუვენტუსს: სიმბოლური თანხა + ფეხბურთელი რონალდუს სანაცვლოდ

რეალის შეთავაზება იუვენტუსს: სიმბოლური თანხა + ფეხბურთელი რონალდუს სანაცვლოდ
თარიღი 20 მარ 2021, 22:50

"რეალის" ხელმძღვანელობა მზადაა "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრშტიანუ რონალდუში მხოლოდ სიმბოლური თანხა გადაიხადოს რთული ფინანსური სიტუაციის გამო, წერენ ესპანურ პრესაში.

აგრეთვე, "სამეფო კლუბი" ტრანსფერში ნახევარმცველ ისკოს ჩართვასაც გეგმავს. თავად 36 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მადრიდელები მხოლოდ 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

კრიშტიანუ "ბლანკოსის" ღირსებას 2009 წლიდან 2018 წლამდე იცავდა. გუნდთან ერთად მან 15 ტიტული მოიგო: ლა ლიგა (2-ჯერ), ესპანეთის თასი (2-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ), უეფას სუპერთასი (2-ჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3-ჯერ). "სამეფო კლუბის" ფეხბურთელის რანგში რონალდუმ 4 "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა.

რონალდუს "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში "ბებერი ქალბატონის" ლიდერმა სერია ა-ში 23 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე იხილეთ:

პირლო იუვენტუსიდან რონალდუს შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება