დარჩება კავანი მანჩესტერში? - სოლსკიაერმა კომენტარი გააკეთა
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ედინსონ კავანის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით ურუგვაელს ინგლისში ცხოვრება დიდად არ ხიბლავს და სამხრეთ ამერიკაში სურს დაბრუნება, სადაც არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" ეპატიჟება. ეს ყველაფერი თავად ფეხბურთელის მამამ დაადასტურა.
"ამ ეტაპზე კავანისთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად მან უნდა მიიღოს.
მსურს, რომ გუნდში კონკურენცია იყოს და ცხადია საჭიროა მოთამაშე, რომელიც "იუნაიტედისთვის" გოლებს გაიტანს", - განაცხადა სოლსკიაერმა.
შეგახსენებთ, რომ კავანიმ "მანჩესტერთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელშეკრულებას ვადა სეზონის ბოლოს გასდის. 1 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით მან 9 მილიონი ფუნტი მიიღო.
ახალი წარწერა მაისურზე! მანჩესტერმა 235-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა
იბრაჰიმოვიჩის კომენტარი ევროპა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერთან მარცხის შემდეგ