იბრაჰიმოვიჩის კომენტარი ევროპა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერთან მარცხის შემდეგ
"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" (0:1) გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, ორი მატჩის ჯამში "როსონერი" ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
"ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ორი ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ დღეს გავუშვით გოლი, რომელიც თავიდან უნდა აგვერიდებინა", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი შვედის სიტყვებს.
"ასეთი სიტუაციების წყალობით, ვითარდები. ახლა კი, მოდით, მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ".
"ჩემი მომენტი? როცა თავური დარტყმა განვახორციელე, დარწმუნებული ვიყავი, რომ შეიძლებოდა გოლი გასულიყო, მაგრამ ბურთი ცენტრში, პირდაპირ მეკარისკენ წავიდა", - დასძინა იბრაჰიმოვიჩმა.
ასევე იხილეთ:
დღეს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართება
მანჩესტერმა სან-სიროზე პოგბას გოლით იმარჯვა და ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა "მილანმა შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა", - პიოლი მანჩესტერთან მარცხის შემდეგ