ავტორიზაცია

"ჩემი დადანაშაულება მხოლოდ ერთ რაღაცაში შეიძლება", - მოურინიოს პასუხი კრიტიკოსებს

"ჩემი დადანაშაულება მხოლოდ ერთ რაღაცაში შეიძლება", - მოურინიოს პასუხი კრიტიკოსებს
თარიღი 21 მარ 2021, 22:09

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა საფეხბურთო საზოგადოების მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც "დეზები" ტოპ-მატჩებში ზედმეტად ფრთხილად თამაშობენ.

"უაზროა იმის თქმა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებს ფრთხილად ვუდგებით. "არსენალთანაც" (1:2) და "კრისტალ პალასთანაც" (4:1) ერთი და იგივე გუნდმა ითამაშა. თუ "მეთოფეებთან" მატჩში A, B და C ფეხბურთელები არ გვყავს და იძულებულნი ვართ უფრო დაცვაზე ორიენტირებული მოთამაშეები გამოვიყენოთ, მაშინ ეს სულ სხვა საკითხია".

"ჩრდილოლონდონურ დერბიში მხოლოდ ერთი დაცვითი ნახევარმცველი გვყავდა - პიერ-ემილ ჰოიბერგი. სასტარტოში იყვნენ აგრეთვე გარეტ ბეილი, ტანგი ნ'დომბელე, ლუკას მოურა, სონ ჰინ მინი და ჰარი კეინი. სონი დაშავდა, მის ნაცვლად არც ჩამშლელი და არც მცველი არ გასულა მინდორზე - მის ნაცვლად გარემარბი, ერიკ ლამელა გავიდა მოედანზე".

"ასე რომ, ჩემთვის მსგავსი პრეტენზიები გაუგებარია. ორივე მატჩში ერთი და იგივე ფეხბურთელები იყვნენ, ერთი და იგივე გეგმა, ერთი და იგივე მიზანი გვქონდა. ეს მატჩები სხვადასხვა შედეგით დასრულდა? დიახ. თუმცა, მოდით, გულწრფელები ვიყოთ: თუ ჩემი დადანაშაულება რაღაცაში შეიძლება, მაშინ მხოლოდ იმაში, რომ მოედანზე შედარებით ბევრ შემტევ ფეხბურთელს ვუშვებ", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports.

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 28 მატჩში მოპოვებული 45 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:

"მოურინიოს ტაქტიკა უკვე ცოტა მოძველებულია", - ტოტენჰემის ექს-თავდამსხმელი