"სამი წლის წინ, რეალი დამიკავშირდა", - რატომ უთხრა უარი ალეგრიმ სამეფო კლუბს?
„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „რეალში“ არშემდგარ დანიშვნაზე ისაუბრა.
„სამი წლის წინ, მადრიდის „რეალი“ დამიკავშირდა. თუმცა, იმ მომენტისთვის, „იუვენტუსს“ ვიყავი შეპირებული, რომ დავრჩებოდი.
ეს იყო ერთადერთი რეალური შემოთავაზება, რომელიც უარით გავისტუმრე.
ახლა კი, მზად ვარ, მწვრთნელობას დავუბრუნდე.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Sky Sports Italia.
შეგახსენებთ, რომ ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-2019 წლებში წვრთნიდა და მასთან ერთად გუნდმა 5-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ თასი და 2-ჯერ სუპერთასი.
იხილეთ ასევე: