სიტიმ ჰოლანდის იაფი ალტერნატივა შეარჩია
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი რჩება "მანჩესტერ სიტის" სამიზნედ, თუმცა მისი ყიდვა არც ისე მარტივია.
Sky Sports-ის თანახმად, დენი ინგსის სახით, "ქალაქელებმა" ნორვეგიელი ფორვარდის იაფი ალტერნატივაც კი შეარჩიეს უკვე.
ინგლისელი შემტევი უფრო განიხილება როტაციის ფეხბურთელად, ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელის დუბლიორად.
ეს ნიშნავს იმას, რომ "წმინდანების" ფორვარდის ყიდვის შემთხვევაში, "ლურჯები" სატრანსფერო ბაზარზე მხოლოდ მისი შეძენით არ შემოიფარგლებიან.