რამდენი მილიონია საპრიზო ფონდი მაიამიში, სადაც ბასილაშვილი წარსდგება?

22 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამის ღია პირველობა აიღებს სტარტს და გათამაშება 4 აპრილს დასრულდება.
როგორც იცით, ტურნირზე მონაწილეობას, ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს.
გაცნობებთ, რომ მაიამის ტურნირზე საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია და ის $4,299,205 დოლარს შეადგენს (14,187,376 ლარი).
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე თვეში დოჰას ტურნირი მოიგო, სადაც მან 103,070 დოლარი მიიღო.
იხილეთ ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე, მაიამის ტურნირზე: