ავტორიზაცია

"ბარსელონაში 4 მწვრთნელის კანდიდატურას განვიხილავდი, მაგრამ პირველი ვარიანტი პოჩეტინო იყო", - აბიდალი

"ბარსელონაში 4 მწვრთნელის კანდიდატურას განვიხილავდი, მაგრამ პირველი ვარიანტი პოჩეტინო იყო", - აბიდალი
თარიღი 23 Mar 2021, 13:02

"ბარსელონას" ყოფილმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ 2020 წლის იანვარში შეიძლებოდა კატალონიური კლუბი მაურისიო პოჩეტინოს ჩაებარებინა.

"ჩემ სიაში მაურისიო პოჩეტინო, კიკე სეტიენი, მაქს ალეგრი და ხავი იყვნენ. საბოლოო ჯამში, კიკე დაინიშნა, მაგრამ ჩემი პირველი ვარიანტი პოჩეტინო გახლდათ", - აცხადებს ფრანგი.

"დირექტორთა საბჭოს ვუთხარი: "საუკეთესო მწვრთნელი უნდა ავიყვანო, რომლის პოვნაც ბაზარზეა შესაძლებელი. აქ პოლიტიკის გამო არ ვარ, ამიტომაც არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იმას, რომ ის ადრე "ესპანიოლში" იყო. რაც შეიძლება უკეთესი სპეციალისტი მჭირდება, პოჩეტინო კი ერთ-ერთი საუკეთესოა. "ტოტენჰემთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, კარგი სათამაშო ფილოსოფია აქვს, კარგი ვარჯიშები, ფეხბურთელებს ის უყვართ და ვფიქრობ, ახლა ამ სიტუაციაში საუკეთესო მწვრთნელი იქნებოდა", - ციტირებს აბიდალის სიტყვებს The Telegraph.

პოჩეტინო "ესპანიოლს" 2009 წლიდან 2012 წლამდე წვრთნიდა. 2019 წლის ნოემბერში არგენტინელი "ტოტენჰემიდან" დაითხოვეს, 2021 წლის იანვარში კი "პსჟ" ჩაიბარა.

ასევე იხილეთ:

"ნეიმარის დაბრუნებას ბართომეუმ სხვა ფეხბურთელის ტრანსფერი არჩია", - აბიდალმა დუმილი დაარღვია