"ნეიმარის დაბრუნებას ბართომეუმ სხვა ფეხბურთელის ტრანსფერი არჩია", - აბიდალმა დუმილი დაარღვია

"ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა განმარტა, თუ რატომ არ დაიბრუნა მისმა ექს-კლუბმა ნეიმარ ჟუნიორი:
"2019 წლის ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღით ადრე, ნეიმარის დაბრუნების თაობაზე პარი სენ-ჟერმენთან მოლაპარაკება გავმართე.
დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, გრიზმანი რომ არ გვეყიდა, ბრაზილიელი თავდამსხმელი ბლაუგრანაში აუცილებლად დაბრუნდებოდა.
პსჟ-ს ლიდერსა და ანტუანს შორის არჩევანი გააკეთა ბართომეუმ, რომელმაც უპირატესობა სწორედ მეორე ვარიანტს მიანიჭა.
ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც თამაშობდა სამხრეთ ამერიკელი ფორვარდის წინააღმდეგ იყო სასამართლო დავა, რომელიც მას კატალონიელებთან ჰქონდა".
შეგახსენებთ, რომ პარიზელთა ათიანმა "ლურჯ-ბროწეულისფრები" დატოვა 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონ ევროდ.
"ნეიმარი მესისთან ერთად აუცილებლად ითამაშებს, ოღონდ ბარსელონაში", - ბრაზილიელის ექს-აგენტი
"ნეიმარის და მბაპეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ", - პსჟ-ს პრეზიდენტი