"ნეიმარი მესისთან ერთად აუცილებლად ითამაშებს, ოღონდ ბარსელონაში", - ბრაზილიელის ექს-აგენტი
ნეიმარის ყოფილმა აგენტმა, ანდრე კარიმ ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მესის "პსჟ"-ში გადასვლაზე ხშირად იწერება, თუმცა ამჯერად კარი ამბობს, რომ პირიქით, ნეიმარის "ბარსელონაში" გადასვლა უფრო რეალურია.
"ნეიმარისთვის "ბარსელონას" კარები ყოველთვის ღია იყო. ფანებმა იციან, რომ მან უბრალოდ შეცდომა დაუშვა.
2 წლის წინ, ბრაზილიელმა ფორმალურად მთხოვა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები გამემართა. ყველაფერი წარმატებით მიდიოდა და ტრანსფერი თითქმის შედგა, თუმცა ბოლო მომენტში გარკვეულმა დეტალებმა შეგვიშალა ხელი.
ვფიქრობ, რომ ნეიმარი მესისთან ერთად აუცილებლად ითამაშებს, ოღონდ "ბარსელონაში".
ლაპორტა ერთადერთია, რომელსაც ამის მოხერხება შეუძლია", - განაცხადა ანდრე კარიმ, რომელიც წარსულში "ბარსელონას" სკაუტიც იყო.
"ნეიმარის და მბაპეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ", - პსჟ-ს პრეზიდენტი