ჯერარდი: "მიკვირს, როგორ არ გამოიძახა საუთგეიტმა ინგლისის საუკეთესო მარჯვენა მცველი"
"ლივერპულის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა გარეტ საუთგეიტის ერთ-ერთი გადაწყვეტილება არ მოიწონა.
საუბარია ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ინგლისის ეროვნულ ნაკრების შემადგენლობის მიღმა დატოვების შესახებ. "ლომების" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველის კომენტარი ასეთია:
"ალექსანდერ-არნოლდი არის ინგლისის საუკეთესო მარჯვენა მცველი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თავის პოზიციაზე.
დაღმასვლა ახასიათებს ყველას, თუმცა მწვრთნელმა ამ დროს უნდა გამოხატოს თანადგომა და არა იგნორი", - განაცხადა "გლაზგო რეინჯერსის" დამრიგებელმა.
ასევე იხილეთ:
ჯერარდი კლოპს შეცვლის? - რეინჯერსის ყოფილი პრეზიდენტის კომენტარი