ავტორიზაცია

კვერკველიას დილემა - ლოკომოტივში დაბრუნება თუ როტორში დარჩენა?

კვერკველიას დილემა - ლოკომოტივში დაბრუნება თუ როტორში დარჩენა?
თარიღი 23 მარ 2021, 21:21

Sport24.ru-ს თანახმად, ვოლგოგრადის "როტორის" ცენტრალური მცველის, საბა კვერკველიას გარშემო საინტერესო სიახლეებია.

რუსულ გუნდს სურს ქართველი უკანახაზელის შენარჩუნება, თუმცა თავად ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ აღნიშნული გუნდი ქვედა ლიგაში არ გავარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ცენტრბექი მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაა და "ლურჯ-თეთრებში" ის განათხოვრებით თამაშობს.

იგივე წყაროს მტკიცებით, დაბრუნების შემთხვევაში, "რკინიგზელები" არ აძლევენ 29-წლის მცველს გუნდში დატოვების გარანტიას.

ასევე იხილეთ:

რუსული ფეხბურთის ყველაზე ქართული წერტილი - როგორ წერენ ჩვენები რუბინის თანამედროვე ისტორიას?