ავტორიზაცია

ნაცნობი მწვრთნელი - ვინ არის კვერკველიას, არაბიძისა და დავითაშვილის გუნდის ახალი თავკაცი?

ნაცნობი მწვრთნელი - ვინ არის კვერკველიას, არაბიძისა და დავითაშვილის გუნდის ახალი თავკაცი?
თარიღი 23 მარ 2021, 22:04

ვოლგოგრადის "როტორის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი გახდა. პრესა წერდა ომარ თეთრაძის შესახებ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

რუსულ გუნდს გაწვრთნის იური ბატურენკო, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" იური სიომინის თანაშემწედ მუშაობდა.

რუს დამრიგებელს ძალიან კარგად იცნობს საბა კვერკველია, რომელიც მასთან სწორედ "რკინიგზელების" რიგებში მუშაობდა.

"ლურჯ-თეთრების" ახალი თავკაცის გეგმა იქნება რუსეთის პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება და რაც შეიძლება მაღალ პოზიციამდე აღზევება.

ასევე იხილეთ:

კვერკველიას დილემა - ლოკომოტივში დაბრუნება თუ როტორში დარჩენა?