ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც კონტეს ინტერიდან წასვლის ალბათობა იზრდება

მიზეზი, რის გამოც კონტეს ინტერიდან წასვლის ალბათობა იზრდება
თარიღი 23 მარ 2021, 22:12

Tuttosport-ის მტკიცებით, მილანის "ინტერისა" და ანტონიო კონტეს გზები შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს გაიყაროს.

იტალიელი სპეციალისტი "ნერაძურის" ხელმძღვანელობისგან ითხოვს შემადგენლობის გაძლიერებას, რაც ამ ეტაპზე არც ისე მარტივია.

მიზეზი - კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი, რომელიც "შავ-ლურჯების" მენეჯმენტსაც შეეხო.

ცნობისთვის, ინგლისურმა პრესამ "გველების" ამჟამინდელი ტაქტიკოსის სახელი უკვე დაუკავშირა პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გუნდს, უფრო კონკრეტულად კი "ტოტენჰემს".

ასევე იხილეთ:

"კონტემ უნდა შეიგნოს, რომ ის გვარდიოლა არ არის", - კასანო