მიზეზი, რის გამოც კონტეს ინტერიდან წასვლის ალბათობა იზრდება
Tuttosport-ის მტკიცებით, მილანის "ინტერისა" და ანტონიო კონტეს გზები შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს გაიყაროს.
იტალიელი სპეციალისტი "ნერაძურის" ხელმძღვანელობისგან ითხოვს შემადგენლობის გაძლიერებას, რაც ამ ეტაპზე არც ისე მარტივია.
მიზეზი - კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი, რომელიც "შავ-ლურჯების" მენეჯმენტსაც შეეხო.
ცნობისთვის, ინგლისურმა პრესამ "გველების" ამჟამინდელი ტაქტიკოსის სახელი უკვე დაუკავშირა პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გუნდს, უფრო კონკრეტულად კი "ტოტენჰემს".
ასევე იხილეთ: