აგუეროს ლა ლიგაში დაბრუნება აქტუალური ხდება
Mundo Deportivo-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც მადრიდის "რეალში", ისე "ბარსაში" ან მადრიდის "ატლეტიკოში".
"სამეფო კლუბი" არგენტინელ ფორვარდს განიხილავს კარიმ ბენზემას დუბლიორად, ანუ ფეხბურთელად, რომელიც ფრანგს ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება "ბლაუგრანას", კლუბის ახალ პრეზიდენტს, ხოან ლაპორტას სურს ლიონელ მესისა და "ქალაქელების" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის ხილვა.
"ინდიელები" კი თავის მხრივ სამხრეთ ამერიკელ შემტევს ლუის სუარესის მეწყვილედ განიხილავენ. ცნობისთვის, "ლურჯები" თავიანთი 10-იანის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის ბოლოს, კუნი გახდება თავისუფალი აგენტი, ანუ ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ის უფასოდ დატოვებს.
ასევე იხილეთ: