ავტორიზაცია

"ლივერპულს სალაჰის, მანესა და ფირმინოს დონის კიდევ ერთი შემტევი ჰყავს", - კლოპის თანაშემწე [VIDEO]

"ლივერპულს სალაჰის, მანესა და ფირმინოს დონის კიდევ ერთი შემტევი ჰყავს", - კლოპის თანაშემწე [VIDEO]
თარიღი 24 მარ 2021, 11:44

"ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა, პეპ ლინდერსმა თავისი გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ლივერპულს ჰყავს სალაჰის, მანესა და ფირმინოს დონის კიდევ ერთი შემტევი - ჟოტა. ის საოცარი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა.

ტექნიკური თვალსაზრისით პორტუგალიელი ვინგერი არავის ჩამოუვარდება - ეს ვთქვი ადრე და იგივეს ვიმეორებ ახლაც.

მას აქვს თამაშის საკუთარი ხედვა და ამის გარდა, დიოგუ ჩვენი გუნდის სათამაშო სტილს უბრალოდ იდეალურად მოერგო.

ის ხშირად ჩნდება საჭირო დროს, საჭირო ადგილზე, რაც ჩვენი გუნდის გარემარბის კიდევ ერთი საჭირო თვისებაა", - განაცხადა ნიდერლანდელმა.

შეგახსენებთ, რომ 24-წლის ფლანგელი მერსისაიდში გადმოვიდა გასული წლის სექტემბერში, 41 მილიონ ფუნტ სტერლინგად.

გავიხსენოთ პირენეელი თავდამსხმელის ჰეტ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ:

ასევე იხილეთ:

"წლევანდელი ლივერპული ძალიან სუსტია", - მერსისაიდელთა ლეგენდა

"როცა მეკითხებიან უმძიმესი ღამის შესახებ, ყოველთვის რეალი მახსენდება", - კლოპი