ავტორიზაცია

"ესპანეთიდანაც მქონდა ვარიანტები", - ტიაგომ განმარტა, თუ რატომ აირჩია ლივერპული

"ესპანეთიდანაც მქონდა ვარიანტები", - ტიაგომ განმარტა, თუ რატომ აირჩია ლივერპული
თარიღი 24 მარ 2021, 22:43

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მერსისაიდულ კლუბში გადასვლა.

"ესპანეთიდანაც მქონდა ვარიანტები, მაგრამ იქ დაბრუნება არ მინდოდა. ჩემთვის გასაგები იყო, რომ ძალები ინგლისის ჩემპიონატში უნდა მომესინჯა", - აცხადებს ესპანელი.

"იურგენ კლოპის ზარის შემდეგ, კლუბის არჩევა ძალიან გამიადვილდა. მართალია, "ბაიერნიდან" წასვლის გადაწყვეტილება ძნელი იყო, მაგრამ ტრანსფერი შედგა და ახლა ბედნიერი ვარ", - ციტირებს ალკანტარას სიტყვებს AS.

ტიაგო "ლივერპულში" "ბაიერნიდან" 2020 წლის სექტემბერში 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 29 წლის ნახევარმცველმა მერსისაიდელთა რიგებში 19 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

ასევე იხილეთ:

"ღამის კოშმარებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით პრემიერ ლიგის მე-8 ადგილს", - ტიაგო