"იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრებზე მეტ გოლს გაიტანს", - შვედური პრესა
შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას გამოეხმაურა fotbollskanalen.se, რომელმაც ვრცელი ადგილი ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას დაუთმო.
"იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ბრუნდება რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, თავისი სიძლიერისა და სიდიდის დასამტკიცებლად.
მისი დაბრუნებით, ვიკინგების პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც საქართველოსთვის სასიხარულო სულაც არ არის.
მოწინააღმდეგის დაცვაში მრავალფეროვნების დეფიციტია, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქართველები ზლატანს ვერ გააჩერებენ.
ის გაიტანს იმაზე მეტ გოლს, ვიდრე საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ერთად", - ასეთია სკანდინავიელთა შეფასება.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ყვითლებისა" და "ჯვაროსნების" მატჩი დაიწყება 23:45 საათზე, სასწორზე მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დგას.
ასევე იხილეთ:
გურამ კაშია: "იბრაჰიმოვიჩის არ გვეშინია"
VIDEO: როცა ჩაკვეტაძემ და ბიჭებმა შვედეთს მოუგეს - გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების გამარჯვება