სანიოლის პირველი მარცხი - შვედეთმა საქართველოს მინიმალური სხვაობით აჯობა [VIDEO]
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, შვედეთმა საქართველო მიიღო და 1:0 იმარჯვა.
შეხვედრის მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაია მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მან ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.
35-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საჯარიმოში ეფექტური გადაცემა გააკეთა, რითიც ვიქტორ კლასონმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
46-ე წუთზე ვილი სანიოლმა მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა და მატჩში ოთარ კიტეიშვილი ჩართო.
მეორე ნახევარში საკმაოდ კარგი საგოლე ეპიზოდი შენგელიას ჰქონდა, თუმცა შვედმა მეკარემ საკმაოდ კარგი ბურთი მოიგერია.
საბოლოო ჯამში, ვილი სანიოლის პირველი მატჩი მარცხით დასრულდა.
ამავე ჯგუფში, ესპანეთმა საბერძნეთი მიიღო და მოულოდნელად მეტოქე ვერ დაამარცხა (1:1).
ესპანეთმა საბერძნეთს ვერ მოუგო და სხვა ტოპ-მატჩები
VIDEO: კაშიას ბრწყინვალე თამაში, რამაც 100%-ანი გოლისგან გვიხსნა