ავტორიზაცია

"მეტოქეს ზედმეტად დიდ პატივს ვცემდით", - იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მოგება შეაფასა

"მეტოქეს ზედმეტად დიდ პატივს ვცემდით", - იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მოგება შეაფასა
თარიღი 26 Mar 2021, 02:11

2016 წლის შემდეგ, შვედეთის ნაკრებში დაბრუნებულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოს ნაკრებთან 1:0 მოგება შეაფასა.

„რაღაც აშკარად გვაკლდა და ეს რთული მატჩი იყო. მეტოქეს ზედმეტად დიდ პატივს ვცემდით. უფრო მეტი ზეწოლა რომ მოგვეხდინა, როგორც ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ, უფრო მეტი საგოლე შანსი გვექნებოდა.

თუმცა, მატჩი მოვიგეთ და სამი ქულა საბოლოოდ მაინც მოვიპოვეთ.“ - აღნიშნა იბრამ მატჩის შემდეგ.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ მატჩის წინ ზლატანი შვედეთის ჰიმნს ასრულებდა, რასაც მისგან აქამდე ხშირად ვერ იხილავდით.

„მწვრთნელს დავპირდი, რომ ვიმღერებდი. ტექსტი ვისწავლე და ეს გავაკეთე. კარგი მატჩი იყო, თუმცა სამწუხაროა, რომ ქომაგები ვერ დაესწრნენ.

შვედეთში ყოველთვის საჭიროა, რომ ხალხი გიძღვოდეს წინ. თუმცა, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვითამაშოთ.“ - დაასრულა იბრამ.

ასევე იხილეთ:

შვედები უკმაყოფილოები არიან: "მხოლოდ შედეგი იყო კარგი"

იბრაჰიმოვიჩმა საქართველოს წინაღმდეგ ისტორიული რეკორდი დაამყარა

სანიოლის პირველი მარცხი - შვედეთმა საქართველოს მინიმალური სხვაობით აჯობა