სანიოლი: "ასეთი თამაშით უკეთესი მომავალი იქნება"
შვედეთთან წაგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ვულოცავ შვედეთს ამ გამარჯვებას. სასურველი შედეგის დაფიქსირება ორივე ნაკრებს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ, შვედებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს.
ჩემმა ფეხბურთელებმა კი ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს. რისკზეც წავედით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.
ასეთი თამაშით უკეთესი მომავალი აუცილებლად იქნება, რადგან დავინახეთ, რომ შეგვიძლია.
3 დღეში ასევე მნიშვნელოვანი თამაში გველის. ძალები უნდა აღვიდგინოთ და ესპანეთთან სათამაშოდ მოვემზადოთ", - განაცხადა სანიოლმა.
როგორი სიტუაციაა საქართველოს ჯგუფში, პირველი ტურის შემდეგ?
ვინ იყო საუკეთესო და ყველაზე სუსტი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებიდან?
"მეტოქეს ზედმეტად დიდ პატივს ვცემდით", - იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მოგება შეაფასა