ახალი კონტრაქტი და ხელფასის გაზრდა - სოლსკიაერის ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ოლე-გუნარ სოლსკიაერთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს.
Daily Mail-ის თანახმად, ნორვეგიელი დამრიგებლის ახალი კონტრაქტის დეტალები ასეთია - მოქმედების ვადა, 2024 წლამდე, ხელფასი: 10 მილიონი ფუნტი.
შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკების" თავკაცის ამჟამინდელი ხელშეკრულება გათვლილია 2022 წლამდე, მისი ანაზღაურება კი 7 მილიონს შეადგენს.
აქვე დავამატებთ, "მანიუს" ხელმძღვანელობა კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეძლო სკანდინავიელმა მწვრთნელმა პრობლემური გუნდის გაერთიანება.
ასევე იხილეთ: