ავტორიზაცია

ბარსელონას ორი ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნებას კუმანი ითხოვს

ბარსელონას ორი ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნებას კუმანი ითხოვს
თარიღი 26 Mar 2021, 12:25

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბის ხელმძღვანელობისგან ორი ფეხბურთელის შენარჩუნებას ითხოვს.

საუბარია ლიონელ მესისა და ოსმან დემბელეს შესახებ, რომელთა მომავალი "ბლაუგრანაში" ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.

არგენტინელი თავდამსხმელი სეზონის ბოლოს ხდება თავისუფალი აგენტი და მისი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ცნობილი ჯერ არაფერია.

რაც შეეხება ფრანგ ვინგერს, სატრანსფერო ბაზარზე მას ჰყავს რამდენიმე მსურველი, თანაც არსებობს მისი სარფიანად გაყიდვის ვარიანტიც.

ასევე იხილეთ:

ბარსელონას სატრანსფერო სიაში 5 ფეხბურთელია