იბრაჰიმოვიჩი: "საქართველოსთან მატჩში უცნაური შეგრძნება დამეუფლა"
შვედეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მატჩის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა:
"შვედეთის ნაკრებში დაბრუნება ხუთწლიანი პაუზის შემდეგ? ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს, სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე.
საქართველოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში პირადად მე შემეძლო ბევრად მეტის გაკეთება, თუმცა მთავარი მაინც საბოლოო შედეგია.
წინ კიდევ არაერთი თამაშია, რისთვისაც მზად ვარ, ისევე როგორც ჩვენი ეროვნული გუნდი", - განაცხადა შვედმა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, "ვიკინგების" ფორვარდმა "ჯვაროსნებთან" შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე საგოლე გადაცემა მიითვალა.
აქვე დავამატებთ, რომ 39-წლის სკანდინავიელი შემტევი საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.
ასევე იხილეთ:
"მეტოქეს ზედმეტად დიდ პატივს ვცემდით", - იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მოგება შეაფასა
იბრაჰიმოვიჩმა საქართველოს წინააღმდეგ ისტორიული რეკორდი დაამყარა