ავტორიზაცია

"სოლსკიაერი იღიმის? მეც გავიღიმებდი, წლიურად 7 მილიონს რომ ვშოულობდე", - სიტის ექს-ფეხბურთელი

"სოლსკიაერი იღიმის? მეც გავიღიმებდი, წლიურად 7 მილიონს რომ ვშოულობდე", - სიტის ექს-ფეხბურთელი
თარიღი 26 Mar 2021, 21:29

"მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, ტრევორ სინკლეირი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველის, გარი ნევილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ოლე-გუნარ სოლსკიაერი "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელის პოსტს მხოლოდ ტიტულების მოგების შემთხვევაში შეინარჩუნებს.

"ვფიქრობ, გარი ნევილის კომენტარს სერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ. რიჩი უელენსმა "სოლფორდს" პირველი ტიტული მოაგებინა და მომდევნო დღეს გაათავისუფლეს. საქმე ტიტულებში არ არის".

"ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოლე იღიმის. და რა? მეც გავიღიმებდი, "მანჩესტერ იუნაიტედში" წლიურად 7 მილიონ ევროს რომ ვშოულობდე. ოლე მედიას არ აჩვენებს თავის ყველა პიროვნულ თვისებას და ეს კარგია".

"ჩემი აზრით, სოლსკიაერი ახალ კონტრაქტს იმსახურებს. შეხედეთ, როგორ კლუბში მივიდა და როგორი კლუბია ახლა. უფრო სტაბილურები გახდნენ, გუნდში ერთიანობა ჩანს. ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან. ზურგს უკან "ლესტერი" სუნთქავს, მაგრამ "ემიუს" სეზონის მეორე ადგილზე დასრულების ბრწყინვალე შანსი აქვს და შეიძლება "სიტიზე" ზეწოლა მოახდინოს", - ციტირებს სინკლეირის სიტყვებს TalkSport.

ასევე იხილეთ:

ახალი კონტრაქტი და ხელფასის გაზრდა - სოლსკიაერის ხელშეკრულების დეტალები ცნობილია