ავტორიზაცია

"მისი სიტყვები კონტექსტიდან მთლიანად ამოვარდნილი იყო", - აგენტმა ბეილი გააკრიტიკა?

"მისი სიტყვები კონტექსტიდან მთლიანად ამოვარდნილი იყო", - აგენტმა ბეილი გააკრიტიკა?
თარიღი 26 Mar 2021, 21:42

"რეალის" თავდამსხმელის, გარეტ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი მომავალთან დაკავშირებით უელსელი ფეხბურთელის განცხადებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 31 წლის შემტევი ამჟამად "ტოტენჰემში" ირიცხება იჯარის წესით.

ბარნეტის თქმით, ბეილის სიტყვები ზაფხულში "რეალში" დაბრუნების გეგმებზე "კონტექსტიდან მთლიანად ამოვარდნილი" იყო და ახლა "ნაადრევია" იმაზე საუბარი, თუ სად აღმოჩნდება გარეტი ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ, წერს ESPN.

ცოტა ხნის წინ, ბეილმა ერთ-ერთ ინტერვიუში სეზონის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

მიმდინარე სეზონში უელსელმა "ტოტენჰემის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. "რეალთან" კონტრაქტის ვადა მას 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

ასევე იხილეთ:

"ტოტენჰემში თავიდანვე ერთი წლით მოვდიოდი", - ბეილი რეალში დაბრუნებას აპირებს?