"ღვთიურ ხელფასს ითხოვდა", - რატომ არ შედგა თავის დროზე იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი ბაიერნში?

"ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ული ჰიონესმა განაცხადა, რომ თავის დროზე მიუნხენურ გრანდს თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენა უნდოდა.
"ზლატანი გამორჩეული ფეხბურთელია, მაგრამ ღვთიურ ხელფასს ითხოვდა", - აცხადებს ფუნქციონერი.
"ოდესღაც მისით ვინტერესდებოდით, მაგრამ კონკრეტულ მოქმედებამდე საქმე ვერ მივიდა", - დასძინა ჰიონესმა Goal.com-თან საუბრისას.
39 წლის შვედ სუპერვარსკვლავს ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატიდან ოთხში უთამაშია (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი) - ბუნდესლიგის გარდა.
ამ ეტაპზე, იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ღირსებას იცავს. ამ თვეში იგი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა და პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების (1:0) წინააღმდეგ ჩაატარა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით.
ასევე იხილეთ:
იბრაჰიმოვიჩი: "საქართველოსთან მატჩში უცნაური შეგრძნება დამეუფლა"