ავტორიზაცია

VIDEO: მატჩი, რომელშიც საქართველო-ესპანეთზე დანიშნულმა მსაჯმა ოქრიაშვილი გააძევა - ეს არბიტრი უკვე შეგვხვედრია

თარიღი 27 მარ 2021, 10:33

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას განსჯის რადუ პეტრესკუ, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაცნობი პერსონაა.

რუმინელი მსაჯი მუშაობდა ევროპა ლიგის 2020 წლის სექტემბერში გამართულ მატჩში, "ბაზელსა" და ფამაგუსტის "ანორთოსისს" შორის.

რა მოხდა საინტერესო აღნიშნულ თამაშში? 38-წლის არბიტრმა მოედნიდან გააძევა კვიპროსული გუნდის ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი.

ამის გარდა, ვლახმა მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა გიორგი ქვილითაიასაც, რომელმაც შვეიცარელების წინააღმდეგ პენალტი გაიტანა.

ცნობისთვის, პეტრესკუ მუშაობდა "ჯვაროსნებისა" და ანდორის ერთა ლიგის შეხვედრაშიც, რომლის მსვლელობისასაც მან ბარათი 5-ჯერ ამოიღო.

აქვე დავამატებთ, სტატისტიკურად, რუმინელი არბიტრი საშუალოდ ერთ მატჩში დაახლოებით 4.9-ჯერ სარგებლობს ბარათით.

ასევე იხილეთ:

ანორთოსისის ვიცე-პრეზიდენტისა და ერთ-ერთი ქომაგის შესაძლო მიმოწერა - რას წერენ ისინი ქეცბაიას შესახებ?

ესპანეთის ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა