ავტორიზაცია

ანორთოსისის ვიცე-პრეზიდენტისა და ერთ-ერთი ქომაგის შესაძლო მიმოწერა - რას წერენ ისინი ქეცბაიას შესახებ?

ანორთოსისის ვიცე-პრეზიდენტისა და ერთ-ერთი ქომაგის შესაძლო მიმოწერა - რას წერენ ისინი ქეცბაიას შესახებ?
თარიღი 24 Mar 2021, 11:10

კვიპროსულ პრესაში გავრცელდა ფამაგუსტის "ანორთოსისის" ვიცე-პრეზიდენტის, ანდრეას პულაიდისისა და გუნდის ერთ-ერთი ქომაგის შესაძლო მიმოწერა.

მიმოწერა ეხება კვიპროსული გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მომავალს, უფრო კონკრეტულად კი მის წასვლა/დარჩენის საკითხს.

კვიპროსელი სელექციონერი თავის ადრესატს წერს, რომ ქართველი სპეციალისტი "თეთრ-ლურჯებში" მომავალ სეზონში უდიდესი ალბათობით აღარ იქნება.

პულაიდისისმა მოგვიანებით ეს ყველაფერი უარყო და სოციალურ მედიაში გავრცელებულ მიმოწერის სქრინს ყალბი უწოდა.

კვიპროსული პრესა კი თავის მხრივ სულაც არ თვლის, რომ მიმოწერა ყალბია, რითაც "ანორთოსისის" დამრიგებლის მიმართ ინტერესს აღრმავებს.

აქვე დავამატებთ, 53-წლის მწვრთნელმა თავად აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის ფამაგუსტას უდიდესი ალბათობით დატოვებს.

ასევე იხილეთ:

3 კლუბი, რომელიც შესაძლოა თემურ ქეცბაიამ ჩაიბაროს

"მომდევნო წელს აღარ ვიქნები" - ქეცბაია გუნდიდან მიდის