ავტორიზაცია

ფოტო: შვედეთის საქართველოსთან მოგება ერთ სახალისო კარიკატურაში - მომენტი, როცა გუნდში ჯინი გყავს!

ფოტო: შვედეთის საქართველოსთან მოგება ერთ სახალისო კარიკატურაში - მომენტი, როცა გუნდში ჯინი გყავს!
თარიღი 27 Mar 2021, 12:31

შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა სახალისო კარიკატურა, რომლის მთავარი გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

შვედი თავდამსხმელი წარმოდგენილია ჯინის ამპლუაში, რომელიც თანაგუნდელს სურვილის სახით სამი ქულის მომტან გოლს ჩუქნის.

ეს არის ერთგვარი რეფერენსი "ვიკინგების" ლიდერის ულამაზესი საგოლე გადაცემისკენ, რომლის შემდეგ ვიქტორ კლასონმა "ჯვაროსნების" კარი აიღო.

შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელი ფორვარდი "ლურჯ-ყვითლების" შემადგენლობაში 2016 წლის შემდეგ, პირველად გამოჩნდა.

სწორედ "იბრაკადაბრას" ასისტს მოყვა მატჩის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი ბურთი. აქვე დავამატებთ, "მილანის" 11-იანს ნაკრებში 62 ბურთი აქვს გატანილი.

ასევე იხილეთ:

იბრაჰიმოვიჩი: "საქართველოსთან მატჩში უცნაური შეგრძნება დამეუფლა"

VIDEO: ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და განრისხებული ზლატანი, რომელმაც კაშიას მაისური არ გაუცვალა