ავტორიზაცია

მანჩესტერმა ლევერკუზენის ლიდერს დაუმიზნა

მანჩესტერმა ლევერკუზენის ლიდერს დაუმიზნა
თარიღი 27 მარ 2021, 13:45

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლევერკუზენის" თავდამსხმელ ლეონ ბეილით ინტერესდება, წერს Daily Express.

გავრცელებული ცნობით, ინგლისურმა კლუბმა 23 წლის იამაიკელთან მომავალ ზაფხულს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

2020/21 წლების სეზონში ბეილიმ "ფარმაცევტების" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 ასისტიც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ლევერკუზენის" შემტევი 35 მილიონი ევრო ღირს.

ასევე იხილეთ:

ახალი კონტრაქტი და ხელფასის გაზრდა - სოლსკიაერის ხელშეკრულების დეტალები ცნობილია