"რატომ შევცვალე კვარაცხელია?" - სანიოლის კომენტარი
შვედეთთან გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფრანგმა სპეციალისტმა გააკეთა.
"კვარაცხელიამ შვედეთთან სასტარტოში დაიწყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი თავის ტკივილი დაეწყო.
შესვენებაზე მას გავესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ შეგვეცვალა.
ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მზადაა ხვალ სათამაშოდ", - განაცხადა სანიოლმა.
ფოტო: შვედეთის საქართველოსთან მოგება ერთ სახალისო კარიკატურაში - მომენტი, როცა გუნდში ჯინი გყავს!
კასილასი საქართველოსთან იბრას კარგ თამაშს გამოეხმაურა
რამდენი აქვს კოეფიციენტი საქართველოს გამარჯვებას ესპანეთთან?