"ესპანეთთანაც იგივეს ველი", - სანიოლმა შანსები შეაფასა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ამაყი ვარ იმ მოთამაშეებით, ვინც შვედეთთან ითამაშეს. ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი მქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელი კონცენტრირებულია და მათთან მუშაობა მიადვილდება.
მათ შვედეთთან დისციპლინირებული ფეხბურთი აჩვენეს და იგივეს ველოდები ესპანეთთანაც.
იქნება თუ არა ცვლილებები ძირითადში? - ამის თქმა ჯერ რთულია. დღეს დასკვნითი ვარჯიში გვაქვს და ამის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი.
ისე კი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც ნაკრებშია მზადაა, რომ ბოლომდე დაიხარჯოს", - განაცხადა სანიოლმა.
ლორია: "ვაისმა მოახერხა ის, რომ საქართველო ერთ მუშტად შეკრა"
კასილასი საქართველოსთან იბრას კარგ თამაშს გამოეხმაურა
რამდენი აქვს კოეფიციენტი საქართველოს გამარჯვებას ესპანეთთან?