"მისნაირ ფეხბურთელს ვეღარასდროს ვიხილავთ", - პიანიჩი მესიზე
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ლეო მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„როგორი ურთიერთობა მაქვს მესისთან? დიდებული. ლეო ბევრს მესაუბრება, გარემოებაზე რაღაცებს მიხსნის.
ის პირველივე წუთიდან ყურადღებას მითმობდა, მქომაგობდა, მეხმარებოდა. ეს ყველაფერი დიდებულია.
მისნაირ ფეხბურთელს ვეღარასდროს ვიხილავთ. არ ვიცი, რა გეგმები აქვს მას, მაგრამ მრავალი წელი ვისურვებდი მასთან ერთდ თამაშს.“ - აღნიშნა პიანიჩმა.
პიანიჩი: "ბარსაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მეორე წელსვე წავსულიყავი"