"ამ მატჩამდე თავისი ქვეყნისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ ყველასათვის უცნობი იყო", - MARCA-მ კვარაცხელია გამოარჩია
ესპანურმა MARCA-მ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩია.
მოგეხსენებათ, 20 წლის შემტევმა ესპანეთის ნაკრების კარის აღება მოახერხა, თუმცა საქართველო მაინც დამარცხდა - 1:2.
ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერზე გავლენიანი გამოცემა შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ქართველი ბომბარდირი, კვარაცხელია ამ მატჩამდე თავისი ქვეყნისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ ყველასათვის უცნობი იყო".
"20 წლის თავდამსხმელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მისი კლუბი, ყაზანის "რუბინი" კი ალბათ მალე მიიპყრობს ყურადღებას თავისი მომსახურებით", - წერს MARCA საქართველოს ნაკრების ლიდერზე.
ასევე იხილეთ:
ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე: "ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მაღალი დონის მოთამაშეა"