ავტორიზაცია

შესარჩევის მეფეები - ესპანეთმა საქართველოსთან მატჩში 28-წლიანი რეკორდი განამტკიცა

შესარჩევის მეფეები - ესპანეთმა საქართველოსთან მატჩში 28-წლიანი რეკორდი განამტკიცა
თარიღი 29 მარ 2021, 11:08

როგორც მოგეხსენებათ, საქართელოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დასრულდა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2.

საინტერესო ფაქტი - "ფურია როხა" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპებზე 65 მატჩის მანძილზე დაუმარცხებელია.

"ხარების" მონაგარი შეადგენს 51 მოგებასა და 14 ფრეს, რაც მუნდიალის შესარჩევების ევროპული ზონის აბსოლიტური რეკორდია.

"წითლების" უკანასკნელი წაგება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე თარიღდება 1993 წლის 31 მარტით, დანიასთან, 0:1.

როგორც ვხედავთ, "ჯვაროსნებისა" და პირენელეების დაპირისპირება სტუმრებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული გამოდგა.

აქვე დავამატებთ, რომ ლუის ენრიგეს კოლექტივის სხვა მოწინააღმდეგეები ჯგუფში არიან შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო.

ასევე იხილეთ:

VIDEO: კვარაცხელიას ყველა ეპიზოდი ესპანეთთან მატჩიდან

"ასეთ მეტოქეებთან უფრო ვიტანჯებით, ვიდრე გერმანიასთან", - ლუის ენრიკე ესპანეთის მომდევნო მეტოქეზე