ავტორიზაცია

"ასეთ მეტოქეებთან უფრო ვიტანჯებით, ვიდრე გერმანიასთან", - ლუის ენრიკე ესპანეთის მომდევნო მეტოქეზე

"ასეთ მეტოქეებთან უფრო ვიტანჯებით, ვიდრე გერმანიასთან", - ლუის ენრიკე ესპანეთის მომდევნო მეტოქეზე
თარიღი 29 Mar 2021, 00:07

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოსთან (2:1) დრამატულად მოგებული მატჩის შემდეგ მომდევნო მეტოქის შესახებ ისაუბრა.

ცნობისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ტურში "ფურია როხა" 31 მარტს კოსოვოს უმასპინძლებს.

"ნამდვილად შეშფოთებული ვარ კოსოვოსთან თამაშის თაობაზე. თუ ახლა არ გვაქვს საკმარისი სათამაშო ხარისხი, სიზუსტე მოქმედებებში, მაშინ ამ მატჩშიც ასე იქნება".

"თუმცა, ესპანეთი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მოხვდეს. მუნდიალის გარეშე დარჩენის ვარიანტს არ განვიხილავთ".

"უკვე დავინახეთ, რომ მეტოქეები ქულებს არ გვჩუქნიან. ასეთ გუნდებთან უფრო ვიტანჯებით, ვიდრე შვეიცარიასთან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშა, გერმანიასთან ან უკრაინასთან. მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით, უფრო მეტად ვარ შეშფოთებული".

"პირველ ტაიმში დღეს სითამამე გვაკლდა, მეორე ნახევარში მეტი მომენტი შევქმენით - ეს მეტოქის დაღლილობამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში, ოლმომ გაიტანა, რაც კარგია. ვფიქრობ, კოსოვოსთანაც ასეთი მატჩი იქნება", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ასევე იხილეთ:

"დებატებისთვის მზად ვარ", - ლუის ენრიკემ რამოსის თადარიგში დატოვების მიზეზი განმარტა

"პედრი საშინელ გამოცდას წააწყდა", - MARCA ლევან შენგელიას საშინელ ვარდნას გამოეხმაურა

"ამ მატჩამდე თავისი ქვეყნისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ ყველასათვის უცნობი იყო", - MARCA-მ კვარაცხელია გამოარჩია