ავტორიზაცია

"პედრი საშინელ გამოცდას წააწყდა", - MARCA ლევან შენგელიას საშინელ ვარდნას გამოეხმაურა

"პედრი საშინელ გამოცდას წააწყდა", - MARCA ლევან შენგელიას საშინელ ვარდნას გამოეხმაურა
თარიღი 28 მარ 2021, 23:26

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.

დაპირისპირების 94-ე წუთზე, მეორე გოლის გაშვების შემდეგ, ლევან შენგელიამ "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველ პედრიზე საშინლად იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ:

"საქართველოსთან დღეს მოგებულ მატჩში პედრიმ ესპანეთისთვის თავის გამოჩენის შანსი მიიღო, მაგრამ საშინელ გამოცდას წააწყდა.

"ბარსელონას" თინეიჯერმა მთელი შეხვედრა მოედანზე გაატარა და როცა თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, კომპენსირებულ დროში ლევან შენგელია ფეხებში უხეშად ჩაუვარდა.

ქართველმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, რაც ლიდერობის დაკარგვის შემდეგ მასპინძელთა იმედგაცრუებამ გამოიწვია.

"ბარსელონა" და ყველა, ვინც კლუბთანაა დაკავშირებული, შეშფოთებული იქნება იმით, რომ მათი ახალგაზრდა ვარსკვლავი ასეთ რთულ გამოცდას წააწყდა, თუმცა, როგორც ჩანს, პედრი ახლა კარგად არის", - წერს გამოცემა.

ასევე იხილეთ:

"ამ მატჩამდე თავისი ქვეყნისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ ყველასათვის უცნობი იყო", - MARCA-მ კვარაცხელია გამოარჩია

"სიკვდილს გადაგვარჩინა", - რას წერს MARCA საქართველოსთან მატჩზე?

ვინ მიიღო ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან?