ავტორიზაცია

"დებატებისთვის მზად ვარ", - ლუის ენრიკემ რამოსის თადარიგში დატოვების მიზეზი განმარტა

"დებატებისთვის მზად ვარ", - ლუის ენრიკემ რამოსის თადარიგში დატოვების მიზეზი განმარტა
თარიღი 28 Mar 2021, 23:44

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და დამარცხდა - 1:2.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ფურია როხას" კაპიტანს, სერხიო რამოსს, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მისი თადარიგში დატოვების მიზეზი განმარტა.

"სერხიო იდეალურ მდგომარეობაშია და მისი არყოფნა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო", - აცხადებს სპეციალისტი.

"ვიცი, ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, დაპირისპირებას გამოიწვევს, რამოსი 5 წუთი, 10 წუთი ითამაშებს თუ საერთოდ არ ითამაშებს".

"ახლა ამას მიჩვეული ვარ, არაფერი მიკვირს. დებატებისთვის მზად ვარ", - დასძინა ლუის ენრიკემ.

ასევე იხილეთ:

ლუის ენრიკე: "ქართველებს ასეთი გაბედულობა გულშემატკივარმა მისცა"

ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე: "ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მაღალი დონის მოთამაშეა"

"პედრი საშინელ გამოცდას წააწყდა", - MARCA ლევან შენგელიას საშინელ ვარდნას გამოეხმაურა