"საქართველოს ნაკრებს ტოპ-გუნდებთან მოგების რესურსი აქვს", - კიტეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა შეაფასა ესპანეთთან შეხვედრა და გააკეთა საინტერესო განცხადება:
"ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ქართველი ქომაგი გამხნევებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებსაც, რომელთაც ძალიან სურდათ სტადიონზე მოსვლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ და ტელე-ეკრანებიდან გვგულშემატკივრობდნენ.
ძალიან დასანანია, რომ ქულაც ვერ მოვიპოვეთ, შანსი გვქონდა, ესპანეთის ნაკრებს ვუგებდით. ფაქტი ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს რესურსი ნებისმიერ, თუნდაც ტოპ-ნაკრებებთან იმარჯვოს ან ქულა მოიპოვოს.
ყველასთან შესაძლებელია თამაში და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ქართველმა ფლეიმეიქერმა "ფურია როხასთან" მატჩის შემდეგ.
ასევე იხილეთ:
შესარჩევის მეფეები - ესპანეთმა საქართველოსთან მატჩში 28-წლიანი რეკორდი განამტკიცა