ავტორიზაცია

"საინტერესო იქნებოდა საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩას ხილვა ევრო 2021-ზე", - რას წერენ რუსი ფანები?

"საინტერესო იქნებოდა საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩას ხილვა ევრო 2021-ზე", - რას წერენ რუსი ფანები?
თარიღი 29 მარ 2021, 12:34

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას ესპანეთის კარში გატანილმა გოლმა რუსეთში ოვაციები გამოიწვია.

ფეხბურთის იქაური გულშემატკივრები ერთხმად აღიარებენ, რომ "ჯვაროსნების" გარემარბი მათი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა.

ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ ყაზანის "რუბინის" ფლანგელი საკმაოდ სარფიანდ ფასად ევროპის რომელიმე ტოპ-კლუბში გადავა.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კომენტარებს სოციალური ქსელებიდან და ზოგადად, სხვადასხვა სახის სპორტული პორტალებიდან.

"Пользуясь случаем, хочется в очередной раз передать кекнадзе большой привет" - "ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვიკითხავ კიკნაძეს".

"Бюджет Рубина доволен!" - "რუბინის ბიუჯეტი კმაყოფილია!".

"Жаль, что Грузия не попала на Евро через ЛН. На того же Хвичу там было бы очень интересно взглянуть" - "სამწუხაროს, რომ საქართველო ვერ მოხვდა ევრო 2021-ზე ერთა ლიგიდან. იგივე ხვიჩას ხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა".

"Как раз его и не хватило, чтобы пройти македонцев" - "სწორედ ის აკლდა საქართველოს მაკედონიის დასაძლევად".

"Влепил на испанцев, приходиться смотреть. Хвича даже на фоне испанцев хорош" - "ესპანეთზე დავდე, მიწევს ყურება. ხვიჩა ესპანელების ფონზეც კი გამორჩეულია".

"Обязан уезжать с нашего чемпионата" - "ვალდებულია, რომ წავიდეს ჩვენი ჩემპიონატიდან".

"лучший игрок рфпл сейчас" - "რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი".

"Пройдёт ещё не мало столетий и событий в мире, а болельщики Локо всё также будут оплакивать потерю Хвичи" - "გავა კიდევ არაერთი ასწლეული და ლოკომოტივის ფანები კვლავ ხვიჩას დაკარგვის გამო იტირებენ".

ასევე იხილეთ:

VIDEO: კვარაცხელიას ყველა ეპიზოდი ესპანეთთან მატჩიდან

"მალდინის ბლოკნოტში გაჩნდა ახალი გვარი - კვარაცხელია", - იტალიური პრესა შესაძლო ტრანსფერზე