"მალდინის ბლოკნოტში გაჩნდა ახალი გვარი - კვარაცხელია", - იტალიური პრესა შესაძლო ტრანსფერზე
Gazzetta dello sport-ის პარტნიორმა საიტმა, Il Milanista-მ ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სიახლე გაავრცელა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ქართველი ვინგერით დაინტერესებულია "მილანი" და ამ კლუბის სელექციონერები მას საქართველო-ესპანეთის მატჩზე დაესწრებიან.
"მალდინის სატრანსფერო ბლოკნოტში გაჩნდა ახალი გვარი - კვარაცხელია. მილანის სკაუტები მას სანაკრებო შეხვედრაზე დააკვირდებიან.
როსონერი არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც დაინტერესებულია ქართველი შემტევით, მსურველების რიცხვში იუვენტუსი და დორტმუნდიც არის.
მისი კონტრაქტი რუბინთან გათვლილია 2024 წლამდე და კლუბი ხვიჩას გაყიდვას მხოლოდ სარფიანი წინადადების შემთხვევაში გეგმავს".
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" "ფურია როხას" მიიღებენ 28 მარტს, იქამდე კი ჩვენს ნაკრებს ელის გასვლითი მატჩი შვედეთთან, 25 მარტს.
ასევე იხილეთ:
კითხვა "ევროპაში მოვხევ და რამე იქნება"-ს მოყვარულთათვის - სად წავა კვარაცხელია რუბინის შემდეგ?
"კვარაცხელია იუვენტუსის წინადადებას უნდა დათანხმდეს", - სიომინი