ავტორიზაცია

"ჩემი ამოცანა კვარაცხელიას გაყიდვა არ არის", - რუბინის დირექტორი

"ჩემი ამოცანა კვარაცხელიას გაყიდვა არ არის", - რუბინის დირექტორი
თარიღი 29 Mar 2021, 14:32

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ სიამანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"გაიზარდა თუ არა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება ესპანეთთან მატჩის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

ჩემთვის ის არის პირველ რიგში რუბინის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ჩემი მიზანი ქართველი ვინგერის შენარჩუნებაა.

არ მაინტერესებს, გაიზარდა თუ არა მისი სატრანსფერო ფასი, ხვიჩას გაყიდვას არ ვაპირებთ", - განაცხადა რუსმა სელექციონერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბის სატრანსფერო ფასი შეადგენს 10 მილიონ ევროს და მის სახელს ევროპის რამდენიმე ტოპ კლუბს უკავშირებენ.

ასევე იხილეთ:

"საინტერესო იქნებოდა საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩას ხილვა ევრო 2021-ზე", - რას წერენ რუსი ფანები?

VIDEO: კვარაცხელიას ყველა ეპიზოდი ესპანეთთან მატჩიდან