არსენალის ლეგენდამ კეინსა და ლევანდოვსკის შორის არჩევანი გააკეთა
"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, პოლ მერსონმა ერთმანეთს თავდამსხმელები, რობერტ ლევანდოვსკი და ჰარი კეინი შეადარა.
"კეინი ინგლისის ნაკრების ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. გრილიშზე და ფოდენზე ნიჭიერია. ბევრ გოლს იტანს და გადაცემებს ორივე მათგანზე უკეთესად აკეთებს".
"რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო, მაგრამ კეინივით კარგი არ არის", - ციტირებს მერსონის სიტყვებს Daily Star.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, 27 წლის ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა ზაფხულში "ტოტენჰემის" რიგებიდან აბარგება არ გამორიცხა.
ასევე იხილეთ:
"ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი", - კეინმა ტოტენჰემიდან წასვლა არ გამორიცხა