ავტორიზაცია

დანი ალვეშმა ბარსელონადან წასვლის მიზეზი საჯაროდ გაამხილა

დანი ალვეშმა ბარსელონადან წასვლის მიზეზი საჯაროდ გაამხილა
თარიღი 29 Mar 2021, 20:57

"სან პაულუს" მცველმა, დანი ალვეშმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა 2016 წლის ზაფხულში "ბარსელონა".

"კლუბის იმდროინდელი ხელმძღვანელობის არ მჯეროდა. მოგვიანებით, ჩემი სიმართლე დადასტურდა. პირველი ვიყავი, ვინც ეს თქვა".

"გიჟს მეძახდნენ, თუმცა, როგორც ყოველთვის, გიჟი კარგი გაგებით აღმოვჩნდი", - ციტირებს 37 წლის ბრაზილიელის სიტყვებს Marca.

მოგეხსენებათ, ალვეშმა კატალონიური გრანდი ხოსეპ ბართომეუს პრეზიდენტობის დროს დატოვა.

ამ ეტაპზე, სამხრეთამერიკელი ფლანგის მცველი ბრაზილიის ჩემპიონატში, კონკრეტულად კი "სან პაულუში" თამაშობს და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება.

ასევე იხილეთ:

არსენალის ლეგენდამ კეინსა და ლევანდოვსკის შორის არჩევანი გააკეთა