ავტორიზაცია

ოფიციალურად: აგუერო სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის დატოვებს!

ოფიციალურად: აგუერო სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის დატოვებს!
თარიღი 29 Mar 2021, 23:28

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო 2021 წლის ზაფხულში გუნდს დატოვებს.

აღნიშნულ ინფორმაციას "ქალაქელთა" პრესსამსახური ავრცელებს.

32 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის ვადა ამოეწურება და "ქალაქელთა" რიგებიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

აქამდე არსებული ცნობით, "სიტის" შემტევით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული და ყველაზე მეტად კატალონიის "ბარსელონა" აქტიურობს.

შეგახსენებთ, აგუერო მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს, გუნდს იგი მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა "სიტის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:

აგუეროს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია