როდის დაუბრუნდება გიორგი მიქაუტაძე მოედანს?

შვედეთთან გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების მაისური გიორგი მიქაუტაძემ პირველად მოირგო.
როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო და სანაკრებო შეკრება ნაადრევად დატოვა.
ბელგიური პრესა იუწყება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი დაახლოებით 2 კვირაში დაბრუნდება.
მიქაუტაძე ამჟამად ბელგიური "სერაინგის" ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი აქვს გატანილი.
"ცუდი ამბავი მაქვს" - მიქაუტაძის საჯარო კომენტარი
რატომ საქართველო და არა საფრანგეთი? - მიქაუტაძის საინტერესო პასუხი სანაკრებო კარიერის შესახებ